მეოთხეკლასელი აიუმუ ფუჯინო რეგულარულად ხატავს 4-კომა მანგას თავისი სკოლის გაზეთისთვის და აღიარებულია, როგორც თავისი კლასის საუკეთესო მხატვარი. ერთ დღეს მასწავლებელი სთხოვს, ერთი ადგილი გაზეთში დაუთმოს სკოლისგან გაურკვეველი მიზეზით მოცილებულ მოსწავლეს, სახელად კიომოტოს. როდესაც კიომოტოს მანგა ფუჯინოს გვერდით ჩნდება, ის განსაკუთრებულ მოწონებას იღებს დეტალური ნახატების გამო, რამაც ფუჯინო საშინლად შურიანი გახადა. იმის გამო, რომ არ სურდა, ვინმეს გაესწრო მისთვის, განსაკუთრებით ისეთს ვინც სკოლაში ლამის არ დადიოდა. ფუჯინო მთელი ძალით იწყებს მანგის შესწავლას. თუმცა, რაც დრო გადის, მისი მიზანი – კიომოტოს დაჯაბნა – სულ უფრო შორეული ხდება. საბოლოოდ, მეექვსე კლასში ყოფნისას, ფუჯინო დანებდება და მანგას ხატვას თავს ანებებს.
მოდის გამოსაშვები დღე, და ფუჯინოს ავალებენ კიომოტოსთვის გამოსაშვები სერტიფიკატის მიტანას. შემთხვევით, ისინი პირისპირ ხვდებიან ერთმანეთს, და ეს მოულოდნელი შეხვედრა ისეთ მოვლენებს გამოიწვევს, რომელთა წარმოდგენაც არც ერთს შეეძლო.
Look Back – უკან მოხედვა
Bookmark
| Alternative | Look Back , ルックバック |
| Status | Completed |
| Type | Manga |
| Author | Fujimoto Tatsuki |
| Artist | Fujimoto Tatsuki |
| Posted By | |
| Posted On | |
| Updated On | |
| Views | ? |


ეს მანგა არის Oneshot და არის დასრულებული!